შაბათი, 18 მაისში 24, 11:38
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
GeoWarezPortal
მოგესალმები Guest | RSS
ძებნა
Main Menu
სექციის კატეგორიები
თამაშები [4]
ფილმები [0]
მუსიკები [0]
ვიდეოგაკვეთილები [0]
Programm's [0]
Lineage2 [4]
Counter-strike [2]
შესვლის ფორმა
მთავარი » 2013 » მაისი » 15 » L2 History
00:43
L2 History
მან გააკეთა ღრმა "ნაფასი", შეისუნთქა ბოლი და ნელ-ნელა გამოუშვა. 
მისი სახის უმეტესი ნაწილი დამალული იყო ძველი და სქელი კაპიშონის მიღმა და მის უკან მხოლოდ წარმოუდგენელი სიბნელე, რომელშიც არაფერი არ ჩანდა. ჩიბუხის სუსტ ნათებაში შეუძლებელი იყო მისი სახის გარჩევა. 

თავი წარადგინა როგორც ბარდი (თავისით რო წერს სიმღერებსაც და მუსიკასაც), მაგრამ არავინ არ დაუჯერა - ხმა ძალიან ბოხი ჰქონდა. ძალიან საეჭვო იყო ისიც, რომ ის მარტო დასეირნობდა ტყეში რომელიც გავსებულია ხიფათებით. მან შემოგვთავაზა რომ მოგვიყვება ისტორიას სამაგიეროდ მხოლოდ ცეცხლის სითბო და საჭმელი უნდოდა. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავტოვებდით მას მარტოს და ჩვენც დავთანხმდით. 

ცეცხლთან ახლოს მოსახერხებლად მოვეწყვეთ, მაგრამ იარაღი მზად გვქონდა რაიმე საფრთხის შემთხვევაში და დავუწყეთ სმენა... 

ღამე სასწაულად სუსხიანი იყო. უცნობმა გადადო ჩიბუხი გვერდზე და დაიწყო მოყოლა: 
თავი პირველი : გენეზისი 

ისტორია, რომლის მოყოლაც მინდა თქვენთვის, იმათზეა, ვისაც ჩვენ ვეძახით ღმერთებს. მისმინეთ ყურადღებით ისე, თითქოს ნამდვილი ისტორიაა... 

ძალიან დიდი ხნის წინ, იმ დროებში რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, არსებობდა მხოლოდ სფერო, რომელშიც მოქცეული იყო მთელი სამყარო. არ არსებობდა არაფერი რისთანაც მისი შედარება შეიძლებოდა, რადგან ის იყო დიდი და პატარა, ნათელი და ბნელი, ყველაფერი და არაფერი. 100 მილიონი წლის შემდეგ, სფერომ დაიწყო ზრდა და ამავდროულად გაჩნდა ორი ძალა. ნელა მაგრამ ისინი იზრდებოდნენ და შემდეგ გაიყვნენ თეთრ სინათლედ და სიბნელედ. სინათლემ მიიღო ქალის ფორმა და დაირქვა ეინჰაზადი. სიბნელემ კი მიიღო კაცის ფორმა და დაირქვა სახელად გრენ კაინი. ამ ორმა არსებამ ჩაუყარა საფუძველი ახალ მსოფლიოს და ყველაფერს რაც ეხლა არსებობს. 

ეინჰაზადმა და გრენ კაინმა გააერთიანეს თავისი ძალები რათა გაეღწიათ სფეროს საზღვრებს მიღმა. მათი ექსპერიმენტის შედეგად სფერო დაიმსხვრა ნაწილებად. ზოგი ნატეხი ავარდა ზემოთ და იქცა ცად, ზოგი კი დავარდა ძირს რათა ქცეულიყო "საფუძვლად". ცასა და საფუძველს შორის გაჩნდა წყალი და საფუძვლის ზოგი ნაწილი ამოვიდა და გაჩნდა მიწა. 

სფეროს სულმა - ეფირმა, ასევე განიცადა დაშლა რის შედეგადაც გაჩნდნენ სხვადასხვა ცხოველები და მცენარეები. "გენეზისის შექმნა" ასევე იყო გამოწვეული ამ სულის დაშლით, მისი ყველაზე კარგი გამოვლინებაა გიგანტები. ისინი იყვნენ ცნობილები როგორც ბრძენები, მათი ჭკუა ისეთივე ძლიერი იყო როგორც ფიზიკური ძალა. გიგანტებმა ფიცი დასდეს რომ მუდმივად სცემენ თაყვანს ეინჰაზადს და გრენ კაინს. ისინი კმაყოფილები დარჩნენ და დანიშნეს გიგანტები ყოველი სხვა არსებების მეთაურებად. ეს იყო მანამდე სანამ გაჩნდა სიკვდილი და ნამდვილი სამოთხე. 

ეინჰაზადს და გრენ კაინს, დროის განმავლობაში გაუჩნდენ ბავშვები, რომლებიც არ იყვნენ მოკლებულები ღვთიური ძალით. პირველი ხუთი მათგანი იყო დაჯილდოებული სამყაროს მართვით. უფროსი ქალიშვილი, შილენი, დაინიშნა წყლის მმართველად, უფროსი ვაჟიშვილი, პააგრიო, დაინიშნა ცეცხლის მმართველად, მეორე ქალიშვილი, მარფი, დაინიშნა მიწის მმართველად ხოლო მეორე ვაჟიშვილი, სეია, დაინიშნა ქარის მმართველად. 

ელემენტები არ ეყო მხოლოდ ყველაზე უმცროს ქალიშვილს - ევას. მან დაიწყო სიმღერებისა და ლექსების შექმნა. მაშინ როცა სხვა ღმერთები იყვნენ დაკავებულები თავისი საქმეებით, ევა უქმნიდა მათ ლექსებს და სიმღერებს. ასე დაიწყო ღმერთების ერა და არ იყო არაფერი რაც ღმერთებმა არ იცოდნენ. 

თავი მეორე : რასების შექმნა 

ეინჰაზადი იყო შექმნის ღმერთი და მან შექმნა ფორმები თავისივე სულის გამოყენებით. მისმა შვილებმა კი გამოიყენეს თავისი სულები რომ შეექმნათ სიცოცხლე ამ ფორმებიდან. 

შილენმა ჩასახა წყლის სული პირველ ფორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა ელფების რასა 

პააგრიომ ჩასახა ცეცხლის სული მეორე ფორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა ორკების რასა. 

მარფმა ჩასახა მიწის სული მესამე რორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა ჯუჯების რასა. 

სეიამ ჩასახა ქარის სული მეოთხე ფორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა არტეას რასა. 

გრენ კაინი იყო განადგურების ღმერთი. როცა მან ნახა ეინჰაზადის მიღწევები მასში გაჩნდა ინტერესი, გარეული შურში. მან გაიმეორა ის რაც გააკეთა ეინჰაზადმა და შექმნა თავისი ფორმა თავისივე ნებით. შემდეგ მან მიმართა შილენს მის უფროს ქალიშვილს და თხოვა რომ ჩაესახა სული მის ქმნილებაში. შილენს ძალიან გაუკვირდა და კითხა მას : "მამა რატომ გინდა ამის გაკეთება? ეინჰაზადი, დედაჩემი, პასუხისმგებელია შექმნაზე. შენ კი განადგურების ღმერთი ხარ და ნებისმიერი ქმნილება რასაც შექმნი მოიტანს უბედურებას თავისთვისაც და სხვებისთვისაც." 

მაგრამ გრენ კაინი არ ნებდებოდა. დიდი ხვეწნის მერე მან დაითანხმა შილენი დახმარებაზე. 

"მე დაგეხმარები, მაგრამ მე უკვე მივეცი დედაჩემს წყლის სული, ერთადერთი რაც შემიძლია მოგცე ეს არის ნარჩენები." შილენმა გრენ კაინს მისცა აყროლებული წყლის სული რომელიც კაინმა დიდი სიამოვნებით მიიღო. 

მაგრამ გრენ კაინმა ჩათვალა, რომ მის ქმნილებას არ ეყოფა მხოლოდ ერთი სული და იგი წავიდა პააგრიოსთან, თავის უფროს შვილთან. ისევე როგორც შილენმა პააგრიომაც გააფრთხილა მამა, მაგრამ მას არ შეეძლო უარი ეთქვა მამისთვის და მისცა მას ჩამქრალი ცეცხლის სული. გრენ კაინმა ისიც დიდი სიამოვნებით მიიღო. 

მარფი თვალცრემლიანი ევედრებოდა მამას გადაეთქვა თავისი ჩანაფიქრისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისცა გაფუჭებული მიწის სული. სეიამ კი თავის მხრივ მისცა მამას უკონტროლო ქარის სული. 

დაკმაყოფილებულმა გრენ კაინმა შეაგროვა ყველაფერი რაც შვილებმა მისცეს და დაიყვირა : "შეხედეთ ქმნილებებს რომელიც მე შევქმენი! შეხედეთ მათ ვინც შექმნილია წყლის, ცეცხლის, მიწისა და ქარის სულებით! ისინი იქნებიან გაცილებით უფრო ძლიერები ვიდრე გიგანტები და გახდებიან სამყაროს მმართველები!" 

გრენ კაინმა იგრძნო უდიდესი სიამაყე და გააგონა თავისი სიტყვები მთელს სამყაროს. მან ჩასახა სულები თავის ქმნილებებში, მაგრამ შედეგი საშინელი აღმოჩნდა. ეს ქმნილებები აღმოჩნდნენ სუსტები, უტვინოები, მატყუარები და მშიშრები. ყველა ღმერთმა ზიზღით უარყო გრენ კაინის ქმნილებები. თვითონ კი შერცხვენილი იძულებული გახდა დამალულიყო რაღაც დროით. მან მიატოვა თავისი ქმნილებები... ეს ქმნილებები კი იყვნენ ადამიანები... 

ელფების რასა იყო ბრძენი და ჯადოქრობაზე მგრძნობიარე, მაგრამ ელფები არ იყვნენ ისეთივე ბრძენები როგორც გიგანტები ამიტომაც ისინი იძულებულები იყვნენ დამორჩილებოდნენ და დახმარებოდნენ გიგანტებს ჯადოქრობასა და პოლიტიკაში. 

ორკების რასა იყო ძლიერი. მათ ქონდათ ულევი ძალა და უზარმაზარი ნებისყოფა. რაღა თქმა უნდა ისინი არ იყვნენ ისეთივე ძლიერები როგორც გიგანტები, ამის გამო ორკები იყვნენ გიგანტებისთვის როგორც სახარჯი მასალა სხვადასხვა ომის დროს 

ჯუჯების რასა იყო ხელმარჯვე ყველაფერში, რაც ეხებოდა ინჟინერიას, მათემატიკას და სხვადასხვა ტექნიკურ საგნებს (შკოლნიკები). ისინი ემსახურებოდნენ გიგანტებს საბანკო საქმეებში და როგორც მუშახელი. 

ფრთოსანი რასა - არტეას, თავისუფლების მოყვარე და საინტერესო რასა. გიგანტებს უნდოდათ მათი დაპყრობა და დამონება, მაგრამ ერთი რამე უშლიდათ ხელს : დაჭერილი და გალიაში ჩასმული არტეასი, სწრაფად კარგავდა სასიცოცხლო ძალას და კვდებოდა. გიგანტებს სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ ეჩუქებინათ ამ რასისთვის თავისუფლად ცხოვრების საშუალება. არტეასები ხშირად სტუმრობდნენ გიგანტების ქალაქს და ჩამოჰქონდათ ახალი ამბები სამყაროს სხვადასხვა მხრიდან. 

ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებდნენ კარგად და გიგანტები იყენებდნენ მათ როგორც მონებს, ისინი ასრულებდნენ ყველაზე შავ და ბინძურ სამუშაოს. მათი სიცოცხლე ცხოველების სიცოცხლეს ბევრით არ ჯობდა. 

თავი მესამე : ღმერთების ომი 

გრენ კაინი თავისუფალი ღმერთი იყო, მაგრამ მან დიდი შეცდომა დაუშვა, მან შეაცდინა თავისი უფროსი ქალიშვილი შილენი. (აწი ვინმე ადამიანი გაეტუხნა) ამის დამალვა ეინჰაზადისთვის გახდა შეუძლებელი მას მერე, რაც შილენი დაფეხმძიმდა. ეინჰაზადის სიბრაზეს არ ქონდა საზღვარი, როცა მან გაიგო მომხდარის შესახებ. ეინჰაზადის ნებით, მისი უფროსი შვილი შილენი აღარ იყო წყლის ღმერთი, ამის გარდა ის გაგდებულ იქნა კონტინენტიდან. გრენ კაინმა უარყო იგი და მარტო დატოვა თავისი უბედურებასთან ერთად. 

დაფეხმძიმებული შილენი გაიქცა აღმოსავლეთით. ის მშობიარობდა უღრანი ტყის შუგულში და ამავდროულად უგზავნიდა საშინელ წყევლას მამას და დედას ყოველი კრუნჩხვის დროს. 

შილენის გაჩენილმა შვილებმა, დედისგან გადაიღეს საშინელი ბოროტება და იქცნენ დემონებად. მათ შორის ყველაზე ძლიერები და ძლევამოსილები კი, იქცნენ დრაკონებად. 

სულ იყო 6 დრაკონი - 6 ღმერთის წინააღმდეგ. შილენი გაცოფებული იყო დედამისზე იმის გამო რომ მან გააგდო ის და მამაზე რომელმაც შეაცდინა იგი და შემდეგ მარტო დატოვა. მან შეკრიბა მთელი ძალები ყველა თავისი შვილისა რათა შეექმნა არმია ღმერთებისთვის შურის საძიებლად. 

დრაკონებს შორის უძლიერესებს ევალებოდათ ყოფილიყვნენ დემონთა არმიის პირველ რიგებში, რათა თვით ღმერთებთან ეომათ. აულაკირიამ, სინათლის დრაკონმა, ამის გაგონებაზე დამწუხრებულმა შეხედა შილენს და უთხრა: "შენ არც კი წარმოგიდგენია რას ჩადიხარ. მართლა გინდა რომ ღმერთები გაანადგურო? მართლა გინდა რომ დედაშენი, მამაშენი და სხვები ჩაძირო შენივე სისხლში?" 

მისმა ვედრებამ ოდნავაც არ იმოქმედა შილენზე. 

და აი საბოლოოდ დაიწყო სისხლიანი ბრძოლა, როდესაც დემონების არმია შეიჭრა სასახლეში, ღმერთების საცხოვრებელში. ექვსმა დრაკონმა სასახლეში ქვა ქვაზე არ დატოვა. თვით ღმერთებიც კი შეშინდნენ დრაკონების წარმოუდგენელი ძალით... ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბრძოლა მუდამ გაგრძელდებოდა, მაგრამ თუ ომი არ შეჩერდებოდა, მთელი სამყარო შეწყვეტდა არსებობას და მასთან ერთად ყოველივე ცოცხალი არსება განადგურდებოდა. 

ღმერთების ბევრი დამხმარე და ასევე დემონებიც განადგურდნენ ბრძოლაში, ყოველდღე ცაზე იშლებოდა ელვების ცისარტყელები და მუდამ ისმოდა ქუხილის ხმა, იმის გამო რომ ცაში ასეთი წარმოუდგენელი ძალები ეტაკებოდნენ ერთმანეთს. გიგანტები და სხვა ყველა ცოცხალი არსება კანკალებდა შიშისგან ამ შემზარავი და წარმოუდგენელი შეტაკების შემყურე. 

უსასტიკესი ბრძოლა გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში და საბოლოოდ უპირატესობამ გადაინაცვლა ერთ-ერთ მხარეს. მიღებული ჭრილობების მიუხედავათ გრენ კაინი და ეინჰაზადი ფლობდნენ უპირატესობას ბრძოლაში და გაანადგურეს ურიცხვი ჯარი დემონებისა. 

დრაკონები აგრძელებდნენ ბრძოლას, თუმცა ისინი ძალიან დაჭრილები იყვნენ და მთელი ტანი იარებით ქონდათ დაფარული. მათი დაღლილობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. რაღაც დროის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება რომ ომი დამთავრდებოდა დემონების არმიის სრული განადგურებით. ბოლოს და ბოლოს დრაკონებმა გაშალეს ფრთები და გაფრინდნენ მიწისქენ რათა თავს ეშველათ, მათ გაყვნენ გადარჩენილი დემონებიც. ღმერთებს სურდათ გაენადგურებინათ დარჩენილი დემონები და დრაკონები, მაგრამ იმდენად დაჭრილები იყვნენ რომ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ერთადერთი რაც შეეძლოთ თვალი ედევნებინათ დემონების არმიას რომელიც უკან იხევს მიწისკენ. 

იმის გამო რომ შილენის შვილები განადგურდნენ ერთი მეორის შემდეგ, იგი ძალიან დამწუხრდა და შექმნა სამყარო The Underworld და თავი დანიშნა მბრძანებლად. 

თავი მეოთხე : წარღვნა 

შილენის წასვლის შემდეგ წყლის მბრძანებლობა გადავიდა ევისკენ. ის ძალიან რბილი იყო თავისი ნატურით და მისი დის წაგების შემდეგ და დემონებისა და ღმერთების ბრძოლის, ის უფრო მშიშარა და ჩაკეტილი გახდა. რათა თავი დაეღწია იმ პასუხისმგებლობისგან რომელიც მას დაეკისრა, მან ამოთხარა ტონელი ტბის ძირში და იქვე ჩაიმალა საწყალი. 

წყილს სულებს აღარავინ აკონტროლებდა და ისინი უმიზოდ დადიოდნენ მიწაზე. ზოგ ადგილას ჩადიოდა ზედმეტი წყალი და იქ ჩნდებოდა ჭაობი. მეორე ადგილას კი პირიქით, წყლის ისეთი ნაკლოვანება იყო რომ ჩნდებოდა უდაბნო. ხდებოდა ისეც რომ კონტინეტის ერთი ნაწილი მთლიანად წყლით იფარებოდ ან უცბად არსაიდან ჩნდებოდა კუნძული. ისეც ხდებოდა რო ზოგან გამუდმებით წვიმდა და წყლით იფარებოდა ყველაფერი გარდა ყველაზე მაღალი მწვერვალებისა 

იქ სადაც რჩებოდა წყლით დაუფარავი მიწის ნაგლეჯები, იკრიბებოდა უამრავი ცოცხალი არსება. როგორც მიწაზე, ასევე ოკეანეში, ყველა ცოცხალი არსება იტანჯებოდა ამ უბედურების გამო. ყველა ცოცხალი არსების სახელით გიგანტებმა მიმართეს ღმერთებს დასახმარების სათხოვნად. 

ეინჰაზადმა და გრენ კაინმა მოიარეს მთელი კონტინენტი და საბოლოოდ მიაგნეს იმ ტბას სადაც იმალებოდა ევა. 

"ევა, შეხედე იმას რაც მოხდა იმის გამო რომ შენ ყურადღებას არ აქცევდი შენს მოვალეობებს. შენ ანადგურებ ამ კონტინენტის ჰარმონიას, რომელშიც ჩვენ ჩავდეთ ამდენი შრომა. მე ვეღარ გავძლებ თუ შენ აწი აღარ მომისმენ." ეინჰაზადი იმდენად გამწარებული იყო რომ მისი თვალები ცეცხლისფრად ანათებდნენ. წყალდიდობების გამო, გიგანტების და ცოცხალი არსებების უმრავლესობამ გადაინაცვლა შილენის სამყაროში, რამაც გამოიწვია ეინჰაზადის საშინელი შური. შიშისგან მოკანკალე, ევა დანებდა თავის დედას. როდესაც ევამ თავიდან ითავა წყლის კონტროლი, უბედურებებმა ნელ-ნელა იკლო, მაგრამ ნანგრევებში მყოფი კონტინენტის მთლიანად აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო. 

თავი მეხუთე: გიგანტების გამოწვევა 

გიგანტები სულ უფრო და უფრო ეჭვის თვალით უყურებდნენ ყოველივეს რაც ხდებოდა: თავიდან გრენ კაინმა შექმნა ადამიანები, რითაც დაამტკიცა თავისი უგუნურება, შემდეგ სასტიკად მოექცა თავისივე შვილს, ასევე როგორც ეინჰაზადი თავისი ეჭვიანობით. შილენის შექმნილმა სამყარომ Undervworld-მა შობა უამრავი საშინელი არსება. ევამ თავისი სისუსტის და უგუნურების გამო, კონტინენტი აქცია საკმაოდ საცოდავ ადგილად. გიგანტების ტვინებში გაჩნდა ეჭვის და უნდობლობის ადგილი. ღირსები არიან თუ არა ასეთი "ღმერთები" თაყვანისა ? 

გიგანტებს შეეძლოთ გადაადგილება ეტლებით, რომლებიც თვითონვე შექმნეს და ღმერთების სასახლეში შეეძლოთ შესვლა პრობლების გარეშე. მათ ასევე შეეძლოთ ჰაერში აეწიათ კუნძული და მანდ ეცხოვრათ, როგორც ღმერთებს. ისინი იმდენ ხანს ცხოვრობდნენ, რომ ამ დროის შედარება მარადისობასთან შეიძლება. ასე გიგანტები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ისინი ღმერთების თანასწორები იყვნენ. მათი სიბრძნისდამიუხედავად ისინი ძალაინ ამპარტავნები გახდნენ. 

ასე გიგანტებმა გადაწყვიტეს გახდნენ ღმერთები. 

მათ დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება და ცვლიდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, რათა მიეღოთ სიცოცხლის ახალი ფორმები. გიგანტებმა ამ მაგიური ხელოვნების ნაირსახეობას დაარქვეს "მეცნიერება". ძალაუფლებით მთვრალებმა მათ შექმნეს უზარმაზარი არმია ღმერთებთან საბრძოლველად, იმის მიუხედავად რომ იგივე საქმეში შილენი და მისი ექვსი დრაკონი, ჩაიშალა. 

ღმერთები ხედავდნენ მზადებას და საშინლად განრისხდნენ. ეინჰაზადი, რომელიც მარტო არის პასუხისმგებელი ყველა შექმნის პროცესისა, იმდენად განრისხდა რომ ლაპარაკიც აღარ შეეძლო. მან დაიფიცა რომ გაანადგურებს გიგანტებს მთელ კონტინენტთან ერთად და დანარჩენ სამყაროსთან. გრენ კაინი მოუწოდებდა მას სიმშვიდისკენ. 

"რახან შენ ხარ შეზიდვის და შექმნის ღმერთი" თქვა მან, "მაშინ ყოველივე ცოცხალის განადგურება, მხოლოდ ჩემი უფლებაა. შენც კარგად მოგეხსენება თუ რა იყო შედეგი იმისა, რომ მე ვითავე შენი მოვალეობები. მაგრამ თუ შენ მაინც მოინდომებ მთელი სამყაროს განადგურებას, შენ მოგიწევს ჩემთან შებრძოლება." გრენ კაინი ცდილობდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გადაერჩინდა კონტინენტი, ეინჰაზადი კი ძალიან შეურაცჰყოფილი იყო მისი ჩარევით, მაგრამ რადგან მათ ერთნაირი სტატუსი ჰქონდათ, ეინჰაზადი ვერ შეაჩერებდა მას. 

ბოლოს და ბოლოს ეინჰაზადი წავიდა კომპრომისზე. გიგანტები რომ დაესაჯა, მან თხოვა გრენ კაინს მისი ურო, ასევე ცნობილი სახელით სასოწარკვეთილების ურო. მისი საშინელი გამანადგურებელი ძალის გამო, გრენ კაინიც არ იყენებდა მას. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ეინჰაზადმა აწია ურო ტავის ზემოთ და მოისროლა იგი ქვემოთ, გიგანტების ქალაქის შუაგულში. 

თავი მეექვსე: საუკუნეების დასასრული 

და იმ მომენტში როდესაც ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა, გიგანტები მიხვდნენ თუ რაოდენ დიდი და უაზრო შეცდომა დაუშვეს. მათ გამოიყენეს მთელი თავისი ძალა რათა ჰაერში ასულიყვნენ და სასოწარკვეთილების ურო მოეშორებინათ, მაგრამ მათი ძალა აღმოჩნდა მარტო იმისთვის საკმარისი, რომ ოდნავ გაეწიათ ურო და იკი კვლავ აგრძელებდა მიწაზე ცეცხლის ყრას. 

ეს აღმოცნდა საკმარისი რატა განადგურებულიყო მსოფლიოში უდიდესი ქალაქი; ასევე მოკვდა უამრავი ცოცხალი არსება. ბოლოს მიწაზე არ დარჩა თითქმის არცერთი გიგანტი. 

ის გიგანტები რომლებიც გადარჩნენ, გაიქცნენ აღმოსავლეთით რათა გადარჩენილიყვნენ ეინჰაზადის ჯავრისგან. მათი გზა წააგავდა შილენის მიერ არჩეულ გზას. ეინჰაზადმა გააგრძელა გიგანტების დევნა და გზაში ანადგურებდა მათ. ისინი კი ვინც ცოცხლები რჩებოდნენ, კანკალებდნენ შიშისგან და ევედრებოდნენ გრენ კაინს. 

"გრენ კაინ, გრენ კაინ! ჩვენ მივხდით რომ ავირჩიეთ არასწორი გზა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ეინჰაზადის ჯავრის და სიგიჟის შეჩერება. არ მისცეთ მას საშუალება რომ ჩვენ მოგვსპოს, ჩვენ, ვინც დაბადებული იყო თვით ღმერთების მიერ, ჩვენ, რომლებიც ვართ ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი არსებები მიწაზე!" 

უცებ გრენ კაინმა იგრძნო საშინელი სინანული ამ საცოდავი არსებებისადმი. მან გადაწყვიტა რომ გიგანტებმა უკვე საკმარისი იწამეს და რომ მათ აინაზღაურეს საფასური თავისი შეცდომის გამო. მან ჰაერში აწია სამხრეთ ზღვების ყველაზე ღრმა ყწალი და ამით გზა გადაუკეტა ეინჰაზადს. 

ეინჰაზადმა კი გამწარებულმა შეჰყვირა, "რა არის ეს?! ვინ ბედავს ჩემთან შებმას? ევა, ჩემო საყვარელო შვილო, ეხლავე მოაშორე ეს წყალი ჩემი გზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენც იგივე ბედი გელის რაც შენს უფროს დას!" 

დაშინებულმა ევამ უმალვე შეასრულა თავისი დედის ბრძანება და ეინჰაზადმა განაგრძო თავისი გამარჯვების გზა. გიგანტებმა ისევ დაიწყეს ვედრება. 

"გრენ კაინ! უძლიერესო ღმერთებს შორის! ეინჰაზადი აგრძელებს ჩვენ განადგურებას, შეგვიწყალეთ და გადაგვარჩინეთ!" 

გრენ კაინმა ზემოთ აწია მიწის უზარმაზარი ფენა, გიგანტებსა და ეინჰაზადს შორის და გზა გადაუკეტა მას. უზარმაზარმა მთამ გადაუბლოკა გზა ეინჰაზადს და მან საშინელი ხმით შეჰყვირა. 

"მარფ, ჩემო საყვარელო შვილო! ვინ ბედავს ჩემთან შებმას? ეხლავე დაწიე მიწა თავის ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოემზადე შენი უფროსი დის ბედის გაზიარებისთვის!" ამ სიტყვებით დაშინებულმა, მარფმ ცადა მიწის მოშორება, მაგრამ გრენ კაინმა შეაჩერა იგი. 

"ეინჰაზად, რატომ არ შეაჩერებ შენს ჯავრს? მთელმა სამყარომ იცის შენი სიავის ძალა და ქედს იხრის შენს წინაშე. ბრძენმა, მაგრამ უტვინო გიგანტებმა უკვე გადაიხადეს საკმარისი საფასური თავისი შეცდომის გამო. უბრალოდ შეხედე! ამაყი და დიადი არსებების რასამ - რომლიც ოდესღაც სამყაროს მართავდა - თავშესაფარი პოვა მიწის რარაც ნაგლეჯზე. ისინი ცეღარასოდეს შეძლებენ ღმერთებს გამოწვევა მისცენ. ეს ადგილი სამუდამოდ იქნება მათი დამწყვდევის ადგილი. შეაჩერე შენი ჯავრი, შენი შურისძიება აღსრულდა." 

ეინჰაზადს არ შეეძლო არ ესმინა გრენ კაინისთვის ან წასულიყო მის ნების წინააღმდეგ - მას ქონდა იგივე ძალა რასაც ეინჰაზადი ფლობდა. მანა გადაწყვიტა ისე, როგორც გრენ კაინმა ურჩია მას, დატოვა გიგანტები იმ მიწის ნაგლეჯზე რათა მათ ელოცათ თავისი ცოდვებისთვის. ნადირობა დასრულდა და ეინჰაზადი უკან დაბრუნდა. 

შემდგომ ეინჰაზადი იშვიათად ერეოდა იმაში რაც მიწაზე ხდებოდა, რადგან მას იმედი გაუცრუვდა იქ არსებულ არსებებში. გრენ კაინიც დათანხმდა მანდ არ გამოცხადებულიყო. ღმერთების ერა თავის დასასრულს უახლოვდებოდა. 

თავი მეშვიდე: ისევ კოცონთან. 

უცნობმა უცებ შეწყვიტა თხრობა. 

ჩვენ გაჩუმებულები ვიჯექით, გაოგნებულები გაგონილისგან, მანამ სანამ ის გვიყვებოდა სამყაროს აქამდე უცნობრეალობას. მისი ხმა, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ რბილი იყო, ჩაგვწვდა სულის სიღრმეში, თითქოსდა რაღაც ჯადოქრობა იყო. მის მიერ მოყოლილი მითი სრულებით განსხვავდებოდა ჩვენს მიერ ცნობილი მითებისგან, მაგრამ არავინ ხმას არ იღებდა. ჩვენ, ბრძოლით გამოწრთობილი მებრძოლეები, გულის სიღრმეში ვთაყვანობდით მას და ოდნავ გვეშინოდა კიდევაც. უცებ ახლომახლოს გაისმა ბუს შეძახილი და შიშისგან შევკრთით. 

უცნობს ოდნავ გაეცინა, მიიტანა ჩიბუხი ტუჩებთან და განაგრძო თხრობა. 

"არ უარყოთ ჩემს მიერ მოყოლილი ღმერთების ისტორია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსხვავდება იმ ისტორიებისგან რომლებიც თქვენ გაგვთ გაგონილი. ეგებ მოგზაური პოეტი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან ვიდრე თქვენი ყველა მღვდელი. ღმერთების ისტორია - ღმერთების ნებაა, არა ადამიანის. მაშინ საიდან იციან უბრალო მღვდლებმა ჭეშმარიტება? მისმინეთ ყურადღებით... მე განვაგრძობ თხრობას. თხრობას სამყაროს შესახებ ღმერთების გაუჩინარების შემდეგ. ეს უკვე თქვენს შესახებაა." 

თავი მერვე: შედეგები 

გიგანტების უეცარი გაუჩინარების შემდეგ მთელს სამყაროს მოეფინა პანიკა და ქაოსი, სამყაროს ჩვეული რითმი დაირღვა, ელფები, ბნელეთის ელფების, ჯუჯების და ადამიანების რასებმა მოიპოვეს უეცარი ტავისუფლება და მასთან ერთად საჭიროება რომ თავი გადაირჩინონ უზარმაზარ სამყაროში. მათ წინ იყო სასოწარკვეთილების უროთი ნახევრად განადგურებული სამყარო. ბევრი მოკვდა შეზიდვის ღმერთის მიერ გამოწვეული ქაოსის გამო, მაგრამ უფრო მეტი მას შემდეგ გაჩენილი ქაოსის გამო. რასებმა მიმართეს ღმერთებს მხურვალე ლოცვებით და შველას ითხოვდნენ, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი იყო. 

სიტუაციაზე კონტროლი პირველებმა ელფებმა ითავეს, რადგან ისინი იყვნენ გიგანტების დროს პოლიტიკოსები. ელფებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს რასების შეერთების ასპარეზზე და რარაც დროის განმავლობაში სამყაროში სიწყნარე სუფევდა. დრო კი მიდიოდა და მასთან ერთად გაირკვა რომ ელფებს არ ძალუძთ რასების ისეთივე ეფექტურად მართვა როგორც გიგანტებს. პირველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ორკებმა. 

"ვინ თქვა რომ ელფები ჩვენზე ძლიერები არიან? არც არავინ! აქვთ კიმარა მათ უფლება რომ ჩვენ გვმართონ? არა! არასოდეს არ იქნება ისე რომ ჩვენზე სუსტი არსებები ჩვენზე მაღლა იდგებიან!" 

ორკების საომარი პოტენციალი წარმოუდგენლად უზარმაზარი იყო და მშვიდად მცხოვრები ელფები ვერ გადაუდგებოდნენ წინ უშიშარ და მეომარ ორკებს (Orc-ები 4EVA). ორკები მოქმედებდნენ ელვისებურად და მალე მიწის ნახევარზე მეტი მათ ხელში აღმოჩნდა, ელფები კი მოაქციეს კონტინენტის კუთხეში. იქ ელფებმა დასახმარებლად მიმართეს ჯუჯებს, რომელთაც გააჩნდათ უზარმაზარი რესურსები და შთამბეჭდავი იარაღი და მათ ძალა შესწევდათ რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ორკებისთვის. 

"მიწის რასავ", შეჰყვირეს ელფებმა "ჩვენ გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ. უმოწყალო ორკების ორდები გვჯაბნიან ძალაში. ჩვენ შეგვიძლია მათ ერთად შევებრძოლოთ და მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება მათი დამარცხების შანსი." მაგრამ ჯუჯებმა უარი უთხრეს ელფებს. ისინი ფიქრობდნენ რომ ორკები უკვე გამარჯვებულები არიან დარახან ასეა რა აზრი აქ დამარცხებულებთან რაიმე ზავის დადებას? ელფები გაცოფებულები იყვნენ საქმეების ასეთი შემოტრიალებით, მაგრამ ვერაფერს იზამდნენ. 

შემდეგი რასა, რომელთაც ელფებმა მიმართეს დახმარების სათხოვნელად იყო ქარის რასა - არტეასი. მათი ჯაშუშობის და ჰაერიდან თავდასხმის შესაძლებლობები საკმარისი აღმოჩნდებოდა ორკების დასახმარებლად. ელფების დელეგაცია გაემართა კონტინენტის საზღვრებისკენ არტეასის რასის საძებნად. 

"ქარის რასავ, ჩვენ გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ! ორკები უმოწყალოდ გვისწორდებიან. თუ ჩვენ გავერთიანდით ჩვენ მათ ჩავუტარებთ გაკვეთილს რომელიც მათ სამუდამოდ დაამახსოვრდებათ!" მაგრამ როგორც ყოველთვის არტეასები არ იყვნენ დაინტერესებულები არც პოლიტიკურ და არც სამხედრო კონფლიკტებში. ამჯერადაც ნეიტრალურები დარჩნენ და უფრო მეტად დაემალნენ უცხოების მზერას. ელფები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. 

"საუბედუროდ არავინ არ მოვა ჩვენს დასახმარებლად! ნუთუ ეს დასასრულია?! ნუთუ ბინძური ორკები მუდამ იქნებიან მსოფლიოს მმართველები და მოითხოვენ ხარკს, ისე თითქოს ეს მათ ეკუთვნოდეთ ?!" 

თავი მეცხრე: ახალი კავშირი 

ჯუჯებისა და არტეასის რასების მიერ მიტოვებულები, ელფები კვლავ მარტონი იყვნენ ორკების წინააღმდეგ ბრძოლაში. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები ისინი დასტიროდნენ საკუთარ ბედს, როდესაც უეცრად მათ შორის გამოჩნდა უცნობი და ელფების მეფის წინ მუხლებზე დაემხო. მეფე უცნობთან ახლოს მივიდა და უმალვე მიხვდა რომ მის წინაშე არის ადამიანების მეთაური. ადამიანს ტავზე ედგა სამი ტოტისგან შეკრული გვირგვინი. 

"ვინ გვეწვია ამ დროს ჩვენ? ნუთუ ეს ადამიანების მეთაურია, ამ მდაბიო არსებების?" მეფე გაოგნებული იყო, "იმისთვის მოხვედი რომ ჩვენს უბედურებას დასცინო?!" 

ადამიანმა მეფის წინაშე თავი დახარა და წარმოსთქვა: "არა ო ბრძენო მეფეო. ჩვენ მოვედით რათა დახმარება შემოგტავაზოთ. შესაძლებელია რომ ჩვენი მცირე ძალებით რაიმე დახმარება გაგიწიოთ." 

ელფებს ძალიან გაუხარდათ მოვლენების ასეთი შემოტრიალება. მიუხედავად იმისა რომ ადამიანები უტვინოები და სუსტები იყვნენ, მათი ურიცხვი რაოდენობა შესაძლებელია გამოდგებოდა ბრძოლისას. 


კატეგორია: Lineage2 | ნანახია: 704 | დაამატა: HUMANLEGENDA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამის ადგილი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომლები დავამატოთ მეტი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

| © GeoWarezPortal administracia2024 | Website builder - uCoz |